ფრანგული დეველოპერული კომპანია

Kinor ეს არის მრავალწლიანი ფრანგული გამოცდილება უძრავი ქონების დეველოპმენტში და ახალი სიტყვა ქართულ საინვესტიციო ბაზარზე. მისი ისტორია 2018 წელს იწყება, როდესაც ორმა ფრანგმა მეგობარმა და დიდი ხნის პარტნიორმა ჟორჟ კოენმა და დომინიკ რომანომ აღმოაჩინეს საქართველო და მისი საინვესტიციო პოტენციალი.

ბაზრის ხანგრძლივი და საფუძვლიანი კვლევის შემდეგ, ლუქსემბურგში დაფუძნდა კომპანია Kinor Investment SCSp“ და გაიხსნა თბილისის ოფისი.

კომპანიის დამფუძნებლების გამოცდილება ფრანგული უძრავი ქონების ბაზარზე 20 წელზე მეტს მოიცავს და შესაბამისად, წარმოადგენს ქართული საინვესტიციო ბაზრის მკვეთრი განვითარების წინა პირობას.

Kinor Investment SCSp-ის სახით შეიქმნა ერთგვარი საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოზიციონირებას მსოფლიო საინვესტიციო ბაზარზე.

დღესდღეობით, კომპანიის ბალანსზეა ერთი მიმდინარე პროექტი, kinor ვაშლიჯვარი – მულტი-ფუნქციური საცხოვრებელი სახლი, რომელიც სრულად დაფინანსებული და დაზღვეულია თიბისი ბანკის მიერ. სამშენებლო პროცესს მონიტორინგს უწევს, როგორც ბანკის წარმომადგენლობა, ასევე ადგილობრივი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ინ-სი“.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უახლოეს მომავალში , კომპანია პრემიალური ხაზის საცხოვრებელი ბაზრის სეგმენტის მოცვასაც აპირებს. გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმილია ყველა საბიუჯეტო სეგმენტის და მიმართულების ათვისება.

კომპანიის მისიაა ქართულ დეველოპერულ ბაზარზე ევროპული გამოცდილების და სტანდარტების დანერგვა, ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით.

სოციალური პასუხისმგებლობა

კომპანია „კინორი“, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს, გარემოზე ზრუნვის ფრანგულ გამოცდილების საქართველოში გადმოტანას. ის ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც გარემოზე ზრუნვის სოციალურ პასუხისმგბელობა აიღო, რაც ითვალისწინებს:

  • მშენებლობის პროცესში გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკის მინიმუმამდე შემცირებას
  • მწვანე საფარის შენარჩუნებას
  • ეკო-მეგობრული გარემოს შემქნას
  • გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, გარემოზე მაქსიმალურად მორგებული პროექტების განხორციელებას
პრიორიტეტები

 

უსაფრთხოება და ხარისხი – “კინორის“ უმთავრესი პრიორიტეტებია. მის პროექტებს და მშენებლობაზე არსებულ სტანდარტებს, მუდმივ მეთვალყურეობას უწევს უმსხვილესი სამშენებლო კომპანია – IN-SI, რომელთან ერთად, Kinor-ი:

  • ქმნის უსაფრთხო გარემოს თანამშრომლებისთვის
  • უზრუნველყოფს საუკეთესო ევროპული სამშენებლო მასალის გამოყენებას და მშენებლობის მაღალ ხარისხს.
პარტნიორი ორგანიზაციები
მოძებნე ბინა
close